fbpx
პოლიტიკა

საგანგებო განცხადება! მიცოტაკის გადაწყვეტილებით, თებერვლიდან სუპერმარკეტებში შენაძენის ღირებულების 10%-ს სახელმწიფო დაფარავს

რამდენიმე წუთის წინ გავრცელდა ინფორმაცია გადაწყვეტილების შესახებ, რომელიც საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა, კირიაკოს მიცოტაკიმ მიიღო.

კერძოდ, მისი გადაწყვეტილებით, 2023 წლის თებერვლიდან, მომდევნო 6 თვის მანძილზე, სუპერმარკეტებსა და კვების ობიექტებში შენაძენის ღირებულების 10%-ს სახელმწიფო დაფარავს.

აღნიშნული ზომა შეეხებათ ოჯახებს, რომელთა წლიური შემოსავალი 24.000 ევრომდეა, თითოეულ ბავშვზე + 5.000 ევრო (ანუ თუ ოჯახში ერთი ბავშვია წლიური შემოსავლის ლიმიტი 29.000 ევრო და ანალოგიურად).

ყოველთვიური შენაძენების ლიმიტი 220 ევრო იქნება, დამატებით 100 ევრო ოჯახის ყოველ წევრზე, მაქსიმუმ 1.000 ევრომდე.

მთავრობის მიერ მიღებული ზომა ჯამში ეხება ოჯახების 85%-ს, რაც 8,4 მილიონ ადამიანს მოიცავს.

onalem

ტესტ