fbpx
პოლიტიკა

“ბერძნებს ზღვაში გადავყრი” – განაცხადა რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა საჯარო გამოსვლისას

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა, იზმირში საჯარო გამოსვლისას თურქული სიმღერიდან ციტატა გაიმეორა: “ბერძნებს ზღვაში გადავყრი.”

ეს არის ამონარიდი თურქული ფოლკლორული სიმღერიდან, რომელიც ერდოღანმა მის წინ შეკრებილი აუდიტორიის წინაშე განაცხადა. მარტის თვეში ქვეყანაში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებია დაგეგმილი.

იზმირი ოპოზიციიისთვის ტრადიციული ციხესიმაგრეა, თურქეთის პრეზიდენტი კი ხმების მოსაპოვებლად ექსტრემალურ, ნაციონალისტურ მიდგომებს გამოიყენებს.

აღნიშნულ სიმღერაში ბერძნები მოხსენიებულნი არიან, როგორც მელიები, ხოლო თურქები, როგორც “ლომები.”

“უვარგისი ბერძნები ვერ შეძლებენ თავიანთი მიზნების მიღწევას. ისინი ამბობენ, არ გაიაროთ, მე კი წავალ იზმირში და ბერძნებს ზღვაში გადავყრი,” ასეთია სიმღერის ტექსტის ერთ-ერთი ნაწილი.

 

 

onalem

ტესტ