fbpx
პოლიტიკა

ერდოღანი უკან არ იხევს და აპირებს, რომ ნატოს სამიტზე საბერძნეთის ქმედებები ღიად დაგმოს

როგორც ბერძნული მედია იუწყება, თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ ტაიპ ერდოღანი ნატოს სამიტზე საკმაოდ აგრესიული განწყობით წავა. ის ემზადება, რომ სამიტზე ღიად დაგმოს საბერძნეთი კუნძულების მილიტარიზაციის გამო.

თურქული მედია წერს, რომ ერდოღანი აპირებს წარადგინოს დოკუმენტალური მტკიცებულებები, თუ როგორ არღვევს საბერძნეთი ლოზანისა და პარიზის ხელშეკრულებებს. კონკრეტულად არის აღნიშნული საბერძნეთის თავდაცვის მინისტრის “პროვოკაციული” ვიზიტები, რომლებიც, თურქული მხარის მოსაზრებით, საერთოდ არ უნდა დგებოდეს.

ამ ყველაფერს გარდა, როგორც მანოლის კოსტიდი ამბობს, შესაძლოა ანკარა ცდილობს, წარმოაჩინოს თავი ძლიერად და სტაბილურად, მაგრამ შიდა სამზარეულოში სრულიად სხვაგვარი მდგომარეობაა, ფინანსური პრობლემები სულ უფრო და უფრო იზრდება და არსებობს ინფორმაცია, რომ ცენტრალური ბანკი კაპიტალ კონტროლის დაწესებას ითხოვს.

საბოლოო ჯამში, ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ შესაძლებელია ერდოღანმა ვადამდელი არჩევნებიც დანიშნოს ივლისის თვეში.

onalem

ტესტ