fbpx
პოლიტიკა

“ათენი იცვლება უკეთესობისკენ” – კირიაკოს მიცოტაკი და კოსტას ბაკოიანი ვიქტორიის სკვერს ეწვივნენ

დღეს დილის საათებში საბერძნეთის პრემიერი, კირიაკოს მიცოტაკი, ათენის მერთან, კოსტას ბაკოიანისთან ერთად ვიქტორიის სკვერს ეწვია. მიცოტაკიმ აღნიშნა, რომ ათენი მთელი წლის მანძილზე ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტურისტული ქალაქია და ასეც უნდა გაგრძელდეს მომდევნო წლებში.

“დარწმუნებილი ვარ, ათენელები ხედავენ იმ შრომას და გამბედაობას, რომელიც მთავრობამ გამოიჩინა. ასევე, საჭიროა თვითკრიტიკა იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომლებიც კარგად არ წავიდა. მე ერთ-ერთი პირველი პოლიტიკოსი ვარ მათ შორის, ვინც ვამბობთ, რომ ჩვენი შეცდომები უნდა ვაღიაროთ და ვისწავლოთ მათზე ისე, რომ დარწმუნებული ვიყოთ, აღარ გავიმეორებთ. დარწმუნებული ვარ იმაშიც, რომ ათენის მაცხოვრებლები სწორად განსჯიან, თუ ვინ უნდა იყოს შემდეგი მერი.

მე უპირობოდ ვუჭერ მხარს კოსტას ბაკოიანის კანდიდატურას, რომ მან კვლავ გააგრძელოს ათენის მერობა, რადგან ეჭვგარეშეა, რომ ათენი იცვლება და იცვლება უკეთესობისკენ, ის იზიდავს საინვესტიციო ფონდებს, უბნები უფრო მეტად სუფთა ხდება, იცვლება და გვარდება განათების საკითხები, პარალელურად კი, წამოიწყო განვითარების მნიშვბელოვანი საკითხები,” განაცხადა მიცოტაკიმ.

onalem

ტესტ