fbpx
საბერძნეთი

ათენიდან გაუჩინარებული 2 წლის ბიჭი უვნებელი იპოვეს – გატაცების ბრალდებით მისი მამა დააკავეს

ათენიდან გაუჩინარებული ბიჭი, გიორგოს ლაბეროპულოსი, პოლიციამ ცოცხალი და საღსალამათი იპოვა. ბიჭი 26 აგვისტოს შემდეგ არ ჩანდა და ამოქმედებული იყო Silver Alert, რადგან ითვლებოდა, რომ მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდა. დადასტურდა ინფორმაცია, რომ ის ნამდვილად მამას ჰყავდა გატაცებული.

პოლიციამ მცირეწლოვანი პილოს ტერიტორიაზე, კერძოდ, დივარიოს სანაპიროზე მამასთან ერთად მყოფი იპოვა. მამაკაცი ბავშვის გატაცების ბრალდებით დააკავეს და კალამატას რეგიონულ პროკურატურაში გადაიყვანეს. ბავშვი კი, დედასთან დააბრუნეს.

აღსანიშნავია ისიც, რომ ბიჭის მამას ორგანიზაცია “ბავშვის ღიმილის” გვერდზე კომენტარიც ჰქონდა დაწერილი, სადაც აღნიშნავდა, რომ დახმარება ითხოვა, მაგრამ არავინ გამოეხმაურა, მიმართა პროკურატურასაც და ყველა უწყებას, მაგრამ არსად დაეხმარნენ. საბოლოოდ კი, იმისთვის, რომ შვილთან ყოფნა შესძლებოდა, მხოლოდ მისი გატაცების არჩევანი დარჩა.

საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება, რათა დადგინდეს, კონკრეტულად რა პრობლემები არსებობს ბავშვის დედ-მამას შორის.

onalem

ტესტ