fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

ატიკა: 67 წლის მამაკაცი ბავშვების სექსუალური შევიწროვების ბრალდებით დააკავეს

საბერძნეთის პოლიციის ინფორმაციით, დაკავებულია 67 წლის მამაკაცი, რომელის არასრულწლოვნებს სექსუალურად ავიწროვებდა, აგროვებდა და ავრცელებდა მათ პორნოგრაფიულ მასალას.

ის ბავშვებს სოციალური ქსელის საშუალებით უკავშირდებოდა და სხვადასხვა გზებით ითანხმებდა, გაეგზავნათ მისთვის შიშველ მდგომარეობაში გადაღებული ფოტოები.

პოლიციამ ატიკის რეგიონში ჩხრეკა ჩაატარა და მისი სახლიდან ამოიღო მობილური ტელეფონი, მეხსიერების ბარათები და კომპიუტერის დისკები.

თითოეული ნივთი ექსპერტიზაზე გადაიგზავნა, რათა სასამართლომ კონკრეტული დასკვნები დადოს და დამნაშავე შესაბამისი სასჯელით დაისაჯოს.

onalem

ტესტ