fbpx
საბერძნეთი

ამერიკელი დეპუტატები პრემიერის სასახლეში – მიცოტაკიმ მათ თურქული პროვოკაციების შესახებ კიდევ ერთხელ აცნობა

საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა, კირიაკოს მიცოტაკიმ აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის ოპერატიულ დელეგაციას, სამხედრო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ხელმძღვანელობით, კიდევ ერთხელ აცნობა თურქული მხარის უკიდურესი პროვოკაციებისა და მზარდი აგრესიული რიტორიკის შესახებ და აბსოლუტურად მიუღებელი უწოდა საბერძნეთის სუვერენიტეტის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენებას.

მიცოტაკიმ ამერიკელ დეპუტატებს პრემიერის სასახლეში უმასპინძლა და ცალსახად განაცხადა, რომ საბერძნეთი არაფრის ფასად არ მიიღებს მისი სუვერენიტეტისა და ზოგადად, სუვერენული უფლებების უხეშ დარღვევას. ამასთანავე, კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ საბერძნეთის პოზიციები ეფუძნება საერთაშორისო სამართალს, საზღვაო სამართალს, კეთილმეზობლურ ურთიერთობებს და ემხრობა დიალოგისა და ურთიერთგაგების პრინციპებს.

მიცოტაკიმ ხაზი გაუსვა ბერძნულ-ამერიკული ურთიერთობების მაღალ დონეს და ცხადია, სტრატეგიულ თანამშრომლობას.

“საბერძნეთი სტაბილური ქვეყანაა, რომელიც მშვიდობის და უსაფრთხოების საყრდენს წარმოადგენს მთელი რეგიონის მასშტაბით. ჩვენ არ მივიღებთ საზღვრების დარღვევის მცდელობასა და სუვერენიტეტის ხელყოფის პროვოკაციებს,” განაცხადა პრემიერმა.

onalem

ტესტ