fbpx
საბერძნეთი

“თურქებმა უნდა იცოდნენ, რომ ჩვენი რეაქცია ისეთი იქნება, რომ სამ თაობას დაამახსოვრდება” – გეორგიოს ფილის

გეოპოლიტიკის დოქტორისა და საერთაშორისო ურთიერთობების პროფესორის, გეორგიოს ფილის ანალიზი თურქეთთის პოზიციებთან დაკავშირებით მეტად საინტერესოა. ის აცხადებს, რომ თურქების აზრით, აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვის სტატუსი უნდა შეიცვალოს.

“თურქეთი თავს ძალიან ძლიერად აღიქვამს. აღიქვამს, რომ სადღაც გერმანიას, ინგლისსა და საფრანგეთს შორის არის. პოლიტიკურ-სამხედრო ელიტას მიაჩნია, რომ დადგა დრო, დასრულდეს საბერძნეთისა და ელინიზმის საკითხი.

თურქეთი შეეცდება წამოიწყოს კონტროლირებადი კრიზისი და მიგვიყვანონ ისეთ წერტილამდე, სადაც ან რაღაც ხდება შემთხვევით ან იქმნება გამოუვალი მდგომარეობა. 

როგორ განვითარდება მოვლენები საბერძნეთსა და თურქეთს შორის დამოკიდებულია ორივე ქვეყანაზე. შეიძლება დაფიქსირდეს კონფლიქტი, რომელიც მიიღებს მასშტაბებს თრაკიდან კვიპროსამდე, ამიტომ თურქებმა ეს სერიოზულად უნდა მიიღონ. თურქებმა აუცილებლად უნდა იცოდნენ, რომ ჩვენი რეაქცია იქნება ისეთი, რომ სამ თაობას დაამახსოვრდება,” აცხადებს ფილი.

აღსანიშნავია, რომ საბერძნეთმა რამდენიმე დღის წინ განახორციელა საზღვაო წვრთნები, რომლითაც მკაფიო მესიჯი გაუგზავნა თურქეთს მზადყოფნასთან დაკავშირებით და ამას გარდა, კირიაკოს მიცოტაკიმ უმასპინძლა ამერიკელ დეპუტატებს, რომელთაც დეტალური ინფორმაცია მიაწოდა თურქულ პროვოკაციებზე.

onalem

ტესტ