fbpx
საბერძნეთი

მიკონოსზე ნასვამ ტურისტებს შაქრიანი წყლის ინექციას უკეთებენ და 500-დან 1,000 ევრომდე ართმევენ

კოსმოპოლიტური მიკონოსიდან სულ უფრო და უფრო დაუჯერებელი ამბები ვრცელდება. გარდა იმისა, რომ ბიზნეს დაწესებულებები, რესტორნები და სასტუმროები კოსმოსურ ფასებს ადებენ საკუთარ მომსახურებას, როგორც გაირკვა, უკვე ექიმებიც თაღლითური საქმიანობით დაკავდნენ.

რაზეა საუბარი?!

როგორც ირკვევა, მიკონოსზე ტურისტები ძირითადად აქტიური გართობისა და ღამის ცხოვრებისთვის მიდიან, სადაც ხშირ შემთხვევებში ალკოჰოლის ზემოქმედების გამო გონებასაც კარგავენ და პრობლემები ექმნებათ, შესაბამისად, საჭიროებენ სამედიცინო დახმარებას. წარმოიდგინეთ მდიდრულ ვილაში ან იახტაზე მიმდინარე წვეულება, სადაც რამდენიმე ადამიანს ემართება ალკოჰოლური ინტოქსიკაცია და ადგილზე ექიმს იძახებენ. იქ მისული მედიკოსი სტუმრებს ინექციას უკეთებს, რომელიც მხოლოდ შაქრიანი წყლისა და სხვადასხვა ვიტამინებისგან შედგება და ამ “ჯადოსნურ თერაპიაში” თითოეულს 500-დან 1.000 ევრომდე ართმევს.

მედია იუწყება, რომ ეს ინექციები სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება ქარების კუნძულზე და არის მოდა, რომელიც აშშ-დან მოდის. ეს ყველაფერი ხდება კუნძულებზე, რომლებზეც ჯანდაცვის სისტემა არასახარბიელო მდგომარეობაშია და როდესაც პათოლოგი გჭირდებათ, საბოლოოდ, შესაძლოა ოფთალმოლოგი მოგემსახუროთ, რომელსაც თქვენს პრობლემასთან დაკავშირებით არანაირი კომპეტენცია არ აქვს.

 

onalem

ტესტ