fbpx
საბერძნეთი

რა გველის ნოემბრის თვეში საბერძნეთში და რას პროგნოზირებენ ექსპერტები?

პროფესორმა, დიმოსთენის სარიიანიმ, მედიასთან საბერძნეთში არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრა და გააკეთა პროგნოზები, ნოემბრის თვესთან დაკავშირებით.

“აუცილებელია, რომ ახალგაზრდები აიცრან დაუყოვნებლივ. ასევე, მშობლებმა ბავშვები ვაქცინაციისთვის უნდა დაარეგისტრირონ. პანდემია ჯერ კიდევ აქტიურ მოძრაობაშია. ამიტომ უნდა მოვიქცეთ ისე, როგორც საჭიროა. ნოემბრის თვეში მოსალოდნელია ინფიცირებულთა ზრდა, თუ ზომები არ იქნება შესაბამისად დაცული. 

ვვარაუდობთ, რომ ნოემბერში გვეყოლება 5.000 ინფიცირებული ყოველდღე,” ამბობს ის.

ამასთანავე, პროფესორი, თეოდოროს ვასილაკოპულო აცხადებს, რომ ამ მდგომარეობიდან ერთადერთი ხსნა იქნება ვაქცინაციის ვალდებულების გაფართოვება, თუმცა, როგორც კირიაკოს მიცოტაკიმ გუშინ პარლამენტში უკვე განაცხადა, მთავრობა მსგავსი ზომების მიღებას არ აპირებს, აცრა სავალდებულო დარჩება მხოლოდ მათთვის, ვისთვისაც აქამდე იყო. პარალელურად კი, აპირებენ, რომ გააძლიერონ ჯანდაცვის სისტემა და რეანიმაციული საწოლების რაოდენობა გაიზარდოს.

ამრიგად, პროფესორთა პროგნოზით, ნოემბრის თვე საკმაოდ რთული იქნება და საჭიროდ მიიჩნევენ რაიმე სახის ჩარევას, ზომების დაწესების თვალსაზრისით.

onalem

ტესტ