fbpx
კრიმინალისაბერძნეთი

ათენი: ცნობილმა ბერძენმა ბიზნესმენმა ორსული პარტნიორი სცემა და შემდეგ თვითონ უჩივლა ძალადობისთვის

ბერძნული მედიის ინფორმაციით, შემთხვევა ვულიაღმენში მოხდა, სადაც 48 წლის მამაკაცმა, ცნობილი ოჯახის შვილმა და ბიზნესმენმა, თავისი 27 წლის პარტნიორი სცემა – საქმის მასალების მიხედვით, გოგონა ფეხმძიმედ არის.

კერძოდ, წყვილს შორის კამათი შუა ქუჩაში მოხდა, სიტვიერი დაპირისპირების შემდეგ მამაკაცმა გოგონას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, მუშტებსა და წიხლებს ურტყამდა, რაც მეზობლებმა დაინახეს და მაშინვე პოლიციას შეატყობინეს. როგორც ირკვევა, გოგონა ორსულობის მე-9 თვეშია. ადგილზე მისულმა ოფიცრებმა მას დახმარება გაუწიეს, 48 წლის ბიზნესმენი კი, უკვე წასული იყო ადგილიდან, მაგრამ მალევე იპოვეს გლიფადაში მდებარე ბარში და დააკავეს.

საქმის ყველაზე დაუჯერებელი მხარე ის არის, რომ მოძალადემ თავადაც შეიტანა საჩივარი 27 წლის გოგონას წინააღმდეგ, ოჯახური ძალადობისა და შეურაცხყოფის ბრალდებით. დაგეგმილია ფეხმძიმე გოგონას ექსპერტიზაც.

 

onalem

ტესტ