fbpx
საბერძნეთი

მხოლოდ 6 თვეში საბერძნეთში საბუთების ციფრულიზაციის გაფართოვება – პასპორტებიც კი, უკვე ტელეფონებში!

საბერძნეთის ციფრული პოლიტიკის მინისტრმა, დიმიტრის პაპასტერგიუმ განაცხადა, რომ სულ მოკლე ხანში საბერძნეთში თითქმის ყველა ძირითადი დოკუმენტის ციფრულიზაცია მოხდება და მათი თავმოყრა შესაძლებელი იქნება ერთ ტელეფონში. ამრიგად, აღარ იქნება საჭირო მოქალაქემ ატაროს პასპორტი, პირადობის მოწმობა, მართვის მოწმობა და სხვა მრავალი ქაღალდი, რომელიც სხვადასხვა უწყებაში გვჭირდება ჩვეულებრივ.

როგორც პაპასტერგიუ აცხადებს, ტექნიკური სამუშაოები მაქსიმალური სისწრაფით მიმდინარეობს, ხოლო სამართლებრივ საკითხებზე, ცდილობენ, რომ პროცესი დროში ძალიან არ გაიწელოს. საბოლოო ჯამში, მინისტრის ცნობით, მომდევნო 6 თვეში, სავარაუდოდ, პასპორტი და მანქანის ე.წ. ლიცენზია იქნება ხელმისაწვდომი ელექტრონული სახით და მისი განთავსება შესაძლებელი იქნება ტეელფონის Wallet-ში.

ამას გარდა, მინისტრმა აღნიშნა, რომ 15 დღეში გაიმართება Gov.gr-ის ახალი პლატფორმის პრეზენტაცია, რომლის საშუალებითაც მოსახლეობას უფრო მეტ ელექტრონულ სერვისზე ექნება წვდომა და ბიუროკრატიის შემცირებას შეეწყობა ხელი.

ჩვენი მიზანია, რომ საბერძნეთი სულ მალე ციფრული დოკუმენტაციიდან გადავიდეს ციფრულ მონაცემებზე, შემცირდეს ბიუროკრატია მაქსიმალურ დონეზე და როდესაც ნებისმიერ საჯარო თუ კერძოდ უწყებაში წარვსდგებით, ჩვენს ტელეფონში არსებული მონაცემების მიწოდება საკმარისი იყოს ჩვენი იდენტიფიკაციისთვის. 

ციფრული მმართველობის სამინისტრო სრული დატვირთვით მუშაობს, რომ ხვალინდელი დღე უფრო უკეთესი გახდეს მოქალაქეებისთვის და ამას რეალურად გრძნობდნენ სხვადასხვა ოპერაციებისა თუ ტრანზაქციების განხორციელებისას,” განაცხადა პაპასტერგიუმ.

onalem

ტესტ