fbpx
საბერძნეთი

თესალონიკში, არისტოტელუს მოედანზე, 17 მეტრიან ნაძვის ხეს დგამენ – ის 7 დეკემბერს განათდება

ათენსა და საბერძნეთის სხვა ქალაქებთან ერთად, თესალონიკის ემზადება საშობაოდ და ქალაქის ცენტრში 17 მეტრიანი ნაძვის ხე აღიმართა.

როგორც ირკვევა, არისტოტელუს მოედანზე ნაძვის ხე პალეოხორიდან ჩამოიტანეს და ის ოფიციალურად 7 დეკემბერს განათდება.

მერიის ცნობით, ნაძვის ხეს დაამშვენებს 100.000 ნათურა და ნაძვის ხის სრულად გაფორმებას 5 დღემდე დასჭირდება, ცხადია, არისტოტელუს მოედანზე პარალელურად, სხვა დეკორაციებიც განთავსდება.

ამასთანავე, ვენიზელოს ქანდაკების უკან ეწყობა საშობაო სოფელი, რომელიც იმოქმედებს 7 დეკემბრიდან 5 იანვრის ჩათვლით.

onalem

ტესტ