fbpx
საბერძნეთი

დააკავეს 66 წლის ბერძენი, რომელმაც საბუთების გაყალბებით სახელმწიფოსგან 5.600.000 ევრო მიითვისა

გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციამ დააკავა 66 წლის ბერძენი, რომლის წინააღმდეგაც სასამართლოს გამოტანილი ჰქონდა გამამტყუნებელი გადაწყვეტილება და მისჯილი ჰქონდა 5 წლიანი პატიმრობა. ის იყო სერიოზული დანაშაულის თანამონაწილე, რომელიც მოიაზრებდა საბუთების გაყალბებას და ამ გზით თანხების არალეგალურ მითვისებას.

კერძოდ, 66 წლის მამაკაცმა საბერძნეთში შვეიცარიული საბანკო კომპანიის პირადი ბანკირის სტატუსით მოამზადა ყალბი დოკუმენტები, რომლებიც საჭირო იყო აღნიშნული კომპანიის სახელწიფო გრანტების დაფინანსების პროგრამაში შესაყვანად. სარგებელმა, რომელიც მან უკანონოდ სახელმწიფოსგან მიიღო, 5.600.000 ევროა.

აღსანიშნავია ისიც, რომ ეს 66 წლის ბერძენისგან თაღლითობისა და საბუთების გაყალბების პორველი შემთხვევა არ იყო და პოლიციისთვის ცნობილი იყო მისი სხვა დანაშაულების შესახებაც.

onalem

ტესტ