fbpx
საბერძნეთი

ვაქცინის მე-4 დოზა ახლავე საბერძნეთში – ვისთვის ითხოვს კომიტეტი პლატფორმის გახსნას?!

ბერძნული მედიის ინფორმაციით, ვაქცინაციის ეროვნული კომიტეტის სხდომაზე, რომელიც დღეს შედგა, განიხილეს მე-4 დოზის მიღების რეკომენდაცია ახლავე და არა სექტემბრიდან, საზოგადოების კონკრეტული ნაწილისთვის.

კერძოდ, ვაქცინაციის ეროვნული კომიტეტი ითხოვს, რომ პლატფორმა გაიხსნას 30 წელს ზემოთ გადაცილებულთათვის, რათა მათ ვაქცინის მე-4 დოზის მისაღებად ვიზიტი დანიშნონ.

ომიტეტი არ განიხილავს ამ საკითხს, როგორც ვალდებულებას, არამედ როგორც არჩევანს. ამრიგად, სისტემის გახსნის შემდეგ 30-დან 59 წლამდე ასაკის პირებისთვის არჩევითი იქნება, მიიღებენ თუ არა ვაქცინის მე-4 გამაძლიერებელ დოზას, რაც შეეხებათ 60 წელს ზემოთ პირებს, მათდამი ვაქცინაციის რეკომენდაცია განსაკუთრებით მკაცრია (მაგრამ არა სავალდებულო).

ექსპერტთა კომიტეტი მიიჩნევს, რომ ზომების მოხსნა და ომიკრონის ქვევარიანტების არსებობა არც თუ ისე სახარბიელო კომბინაციაა, რაც ნიშნავს, რომ საზოგადოებამ ვაქცინის მე-4 დოზა უნდა გამოიყენოს თავდაცვის ერთ-ერთ საშუალებად ზაფხულის მანძილზე.

 

onalem

ტესტ