fbpx
საბერძნეთი

ათენი: როგორ მუშაობს საჯარო ტრანსპორტი დღეს, 25 იანვარს?!

ათენში დღეს დილიდან შეუძლებელი იყო ავტობუსებისა და ტროლეიბუსების მოძრაობის აღდგენა, გზებზე არსებული მდგომარეობიდა გამომდინარე. ΟΣΥ-ს სამეთვალყურეო ჯგუფები, საგზაო პოლიციასთან თანამშრომლობით, მუდმივად აფასებენ ვითარებას და როგორც კი მიიღება გადაწყვეტილება, რომ შესაძლებელია ავტობუსებისა და ტროლეიბუსების გადაადგილება, მათი მოძრაობაც აღდგება.

რაც შეეხება მეტროს 1-ელ ხაზს (ილეკტრიკო), მოძრაობს მხოლოდ შემდეგ მარშრუტით: პირეა-ნეა იონია და პირიქით.

მეტროს მე-2 და მე-3 ხაზები მოძრაობენ ჩვეულებრივ რეჟიმში. მატარებელი არ მუშაობს აეროპორტის მიმართულებით და შესაბამისად, არც აეროპორტიდან ცენტრის მიმართულებით.

ტრამვაის მე-6 ხაზი (სინდაღმა-პიკროდაფნი) მოძრაობს მხოლოდ გაჩერებამდე “ფიქს”, ხოლო მე-7 ხაზი (ასკლიპიო ვულას-აკტი პოსიდონოს) მოძრაობს გაჩერებამდე “პალ. დიმარხიო”.

onalem

ტესტ