fbpx
საბერძნეთი

საინტერესო კვლევა: ბერძნების რამდენ პროცენტს მიაჩნია პუტინის ქმედებები “გასაგებად”

გამოქვეყნდა Euroskopia-ს მიერ ჩატარებული საინტერესო კვლევა, რომელიც არ ეხება მხოლოდ საბერძნეთს. კერძოდ, კვლევა ჩატარებულია ევროპის 6 ქვეყანაში: საბერძნეთი, ესპანეთი, იტალია, საფრანგეთი, ჰოლანდია, გერმანია, მთავარი თემა კი, უკრაინა-რუსეთის ომია.

კვლევის მიხედვით, გამოკითხული ბერძნების 60% აცხადებს, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრა აბსოლუტურად მიუღებელია, 34% ამბობს, რომ “ესმის” რუსეთის, შესაბამისად, პუტინის ქმედებები, იგივე მაჩვენებელი კი, მაგალითად, ჰოლანდიაში, მხოლოდ 9%-ს უდრის.

კითხვაზე, მიუღებლად მიაჩნიათ თუ არა რუსეთის უკრაინაში შეჭრა, დადებითად პასუხობს გამოკითხული მოსახლეობის შემდეგი რაოდენობა (ანუ ფიქრობენ, რომ რუსეთის ქმედებები მიუღებელია):

საბერძნეთი: 60%
იტალია: 71%
საფრანგეთი: 78%
გერმანია: 82%
ესპანეთი: 86%
ჰოლანდია: 88%.

რუსეთის ქმედებები მიუღებლად, მაგრამ “გასაგებად” მიაჩნია გამოკითხულთა შემდეგ რაოდენობას:

საბერძნეთი: 34%
იტალია: 19%
გერმანია: 11%
საფრანგეთი: 13%
ესპანეთი: 10%
ჰოლანდია: 9%.

როგორც კვლევამ აჩვენა შედეგები მნიშვნელოვნად განსხვავდება ქვეყნების მიხედვით და აღნიშნული 6 ქვეყნიდან, ამ კონკრეტული კვლევის მიხედვით, საბერძნეთში პუტინს ბევრად მეტი, შეიძლება ითქვას, მომხრე ჰყავს. ყოველ შემთხვევაში გამოკითხულთა 34% აცხადებს, რომ მათთვის გასაგებია საომარი მდგომარეობის არსებობა უკრაინაში.

onalem

ტესტ