fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთში ამინდი კვლავ უარესდება – ცივი ჰაერის მასების შემოჭრა და ნალექი მომდევნო დღეებში

ეროვნული მეტეოროლოგიური სამსახურის ინფორმაციით, საბერძნეთში ამინდი კვლავ უარესდება. საბერძნეთის ტერიტორიაზე ცივი ჰაერის მასები შემოიჭრება და გამოიწვევს ტემპერატურის ვარდნას, ნალექს, თოვლისა და წვიმის სახით.

სინოპტიკოსები პროგნოზირებენ, რომ ამინდი არსებითად დღეიდან შეიცვლება, შაბათ-კვირას არამდგრადი იქნება, ხოლო ორშაბათიდან მთიან რეგიონებში ძლიერი ყინვა და წვიმაა მოსალოდნელი. იქროლებს ჩრდილოეთის ქარი, 5-6 ბალამდე სიძლიერის.

როგორც ირკვევა, ათენში ხვალ ჰაერი მაქსიმუმ 9 გრადუსამდე გათბება, შაბათს 8, ხოლო კვირას კვლავ 9 გრადუსია მოსალოდნელი.

ზოგადად, ჰაერის ტემპერატურა, ცივი ჰაერის მასების შემოჭრის ფონზე, 7-8 გრადუსით დაიკლებს.

 

onalem

ტესტ