fbpx
მსოფლიო

როგორ გაუღო ვარშავამ უკრაინელებს თავისი კარიც და გულიც – ყველგან უკრაინის დროშა პოლონურთან ერთად

დღეს მსოფლიოს ქვეყნების უმეტესობა უკრაინის გვერდით დგას, მაგრამ პოლონეთმა უპრეცენდენტო მხარდაჭერა უჩვენა უკრაინელ ხალხს, რომელსაც გამოხატავს როგორც სიტყვიერად, ასევე პრაქტიკულად. ვარშავაში ამ ადამიანებს გაუღეს ქალაქის კარი და თავიანთი გულებიც.

ყველა სამთავრობო შენობასთან, კერძო ბინებზე, ავტობუსებსა და ტრამვაის მატარებლებზე, აღმართულია როგორც პოლონური, ასევე უკრაინული დროშები. ქუჩებში ასევე გამოჩნდა სხვადასხვა მოწოდებები, რომელთა საშუალებითაც ცდილობენ, რომ ომს გამოქცეული ადამიანების დასახმარებლად სახსრები შეაგროვონ.

ადგილობრივები აცხადებენ, რომ მსგავსი ერთიანობა არასოდეს უნახავთ, რადგან თითოეული ადამიანი რაიმე გზით მაინც არის ჩართული ამ პროცესში. ეს არის არაჩვეულებრივი, ჰუმანური ქმედებები, რომლებიც სულ უფრო და უდრო აქტიურდება, ვინაიდან პოლონეთი იყო ერთ-ერთი პირველი არჩევანი ომის დაწყებისთანავე ათასობით უკრაინელისთვის, უსაფრთხო ადგილას გადასვლისთვის.

მოხალისეები განუწყვეტლივ მუშაობენ ცენტრალურ სადგურებში, სადაც ლტოლვილები შედიან. ადგილზე არიან მცირეწლოვნების დედებიც კი იმ საათებში, როცა ბავშვები სკოლებში ჰყავთ დატოვებული.

ცხადია, არსებობენ ისეთი ორგანიზაციებიც, რომლებიც საკუთარი ხარჯებით აბინავებენ უკრაინელებს. მაგალითისთვის, ერთ-ერთმა ასეთმა ორგანიზაციამ იქირავა ბინა და 30 ადამიანი განათავსა, ყოველგვარი საფასურის გარეშე. ხელმძღვანელობა აცხადებს, რომ უზრუნველყოფენ მათ საცხოვრებლით ომის დასრულებამდე.

ამას გარდა, ადგილობრივმა მუნიციპალურმა ხელისუფლებამ მოახდინა 2.800 უკრაინელი ბავშვის სკოლებში ინტეგრაცია, გამარტივებული პროცესით.

onalem

ტესტ