fbpx
საბერძნეთი

“შესაძლოა აღდგომამდე საბერძნეთში ვაქცინაციის სერთიფიკატები გაუქმდეს” – გიგას მაიორკინის

საბერძნეთის ექსპერტთა კომიტეტის წევრმა, პროფესორმა გიგას მაიორკინიმ ტელეკომპანია ERT-თან საუბრისას გამოთქვა ვარაუდი, რომ შესაძლოა საბერძნეთში სულ მალე ვაქცინაციის სერთიფიკატები გაუქმდეს. მისი თქმით, შანსი, რომ აღნიშნულმა დოკუმენტმა სულ მალე ძალა დაკარგოს, 50%-ია.

“სრულიად შესაძლებელია, რომ სულ მალე აღარ გვჭირდებოდეს კოვიდ-საშვი იმისთვის, რომ კვების ობიექტებში შევიდეთ. 50%-ია იმის შანსი, რომ ეპიდემიოლოგიური სურათის გაუმჯობესების ფონზე, მნიშვნელობა დაკარგოს ვაქცინაციის სერთიფიკატმა და უბრალოდ გაუქმდეს.

ამას გარდა, მინდა აღვნიშნო, რომ შესაძლებელია პირბადის დახურულ სივრცეებში ტარების ვალდებულებაც მოიხსნას, ერთადერთი, სადაც ეს ზომა აუცილებლად შენარჩუნდება, საავადმყოფოები იქნება.

რაც შეეხება ვაქცინის მე-4 დოზას, მოსალოდნელია, რომ გარდა იმუნიდეფიციტის მქონე პირებისა, მისი მიღების რეკომენდაცია გაიცეს 70 წელს გადაცილებულ პირებზეც, ასაკიდან და რისკებიდან გამომდინარე. ამ ეტაპისთვის არ იგეგმება, რომ მთელ მოსახლეობას შეეხოს დოზების რაოდენობის ზრდა, თუმცა, თუ საჭირო გახდა, აუცილებლად განვიხილაბთ ამ საკითხს შემოდგომიდან, სექტემბერ-ოქტომბრიდან,” განაცხადა მაიორკინიმ.

onalem

ტესტ