fbpx
საბერძნეთი

300 ახალი ავტობუსი, 550 ახალი მძღოლი და ახალი მატარებლები – დიდი ცვლილებები საბერძნეთში

ტრანსპორტის სამინისტრო მნიშვნელოვან ცვლილებას აანონსებს, რომელიც მომდევნო თვეში უნდა შევიდეს მოქმედებაში. როგორც ირკვევა, საჯარო ტრანსპორტს ემატება ახალი ავტობუსები, მატარებლები, მძღოლები და ტენდერი სექტემბერში გამოცხადდება.

რას ნიშნავს ეს?!

როგორც კოსტას კარამანლისი აცხადებს, ლიზინგის მეშვეობით სამინისტრო 300 ახალ ავტობუსს დაამატებს, რაც გაზრდის მათი მოძრაობის სიხშირეს და რაც მთავარია, არცერთი მათგანი არ იქნება 10 წელზე მეტი ასაკის. ანუ იქნება ბევრად უსაფრთხო ვიდრე ის ავტობუსები, რომლებიც ახლა ათენსა და თესალონიკში დადიან და მათი, ასე ვთქვათ, ვარგისიანობის ვადა დიდი ხანია გასულია.

მომდევნო თვეებიდან უფრო მეტი ადამიანი შეძლებს თავისუფლად, გადატვირთულობის გარეშე მგზავრობას და ამ მხრივ, დაეცემა კორონავირუსით დაინფიცირების შანსი საჯარო ტრანსპორტში.

რაც შეეხება მატარებლებს, იგეგმება 15 მატარებლის დამატება მეტროს პირველ ხაზზე და მეორე და მესამე ხაზზე 7 მატარებლის დამატება.

შესაბამისად, სამინისტრო დაიქირავებს ახალ მძღოლებს, რომელთა რაოდენობაც 550-მდე იქნება.

“მიზანი არის სპეციფიკური და გაზომვადი: მეტი დასაქმებული თანამშრომელი, მეტი უკეთესი მანქანა, უკეთესი სერვისი მოქალაქეებს,” განაცხადა კარამანლისმა.

onalem

ტესტ