fbpx
საბერძნეთი

თბილი დღეების შემდეგ საბერძნეთში ზამთარი თავის სახეს სულ მალე აჩვენებს – თოვლი და ჩრდილოეთის ქარი მომდევნო დღეებში

ეროვნული მეტეოროლოგიური სამსახური აქტიურად აკვირდება საბერძნეთში კლიმატურ ცვლილებებს, ვინაიდან ქვეყანაში სეზონისთვის უჩვეულოდ თბილა. მიმდინარე დღეებში თბილი ჰაერის მასების შემოჭრამ ჰაერის ტემპერატურის მატება გამოიწვია, თუმცა, როგორც სინოპტიკოსები პროგნოზირებენ, უახლოეს მომავალში კვლავ აცივებას პროგნოზირებენ. როგორც ჩანს, ზამთარი თავის სახეს სულ მალე გვაჩვენებს.

იანის კალიანოს პროგნოზით, მომდევნო კვირიდან ტემპერატურა ეტაპობრივად დაიკლებს და 20-25 გრადუსიდან 12-13 გრადუსამდე ჩამოვა. ამას გარდა, გაძლიერდება ჩრდილოეთის ქარი, რომლის ძალაც ადგილობრივად 8-9 ბალს მიაღწევს, ეგეოსის ზღვაზე 10 ბალიც კი დაფიქსირდება.

ასევე, ეროვნული მეტეოროლოგიური სამსახური იუწყება, რომ მოსალოდნელია თოვლიც, მთიან რეგიონებში და ვრცელდება კონკრეტული ცხრილი, თუ ზღვის დონიდან რამდენ მეტრზე უნდა ველოდოთ თოვას რეგიონების მიხედვით:

რაც შეეხება ამინდს ატიკის რეგიონში, შაბათსა და კვირას საკმაოდ ეთბილება, ხოლო ორშაბათიდან, ცხადია, რომ ტემპერატურის მაჩვენებელი რადიკალურად იცვლება.

onalem

ტესტ