fbpx
საბერძნეთი

რომის პაპი, ფრანცისკე, ვატიკანის მუზეუმიდან საბერძნეთში პართენონას სკულპტურების ფრაგმენტებს აბრუნებს

რომის პაპმა, ფრანცისკემ, გადაწყვიტა, რომ საბერძნეთსა და სრულიად საბერძნეთის მთავარეპისკოპოსს, იერონიმეს პართენონას სკულპტურების ფრაგმენტები გადმოსცეს. საუბარია ვატიკანის მუზეუმში არსებულ ფრაგმენტებზე, რომლებზეც პაპი ამბობს, რომ აუცილებელია განხორციელდეს ეს ნაბიჯი, “როგორც ჩვენება და ნიშანი იმისა, რომ გაგრძელდეს ჭეშმარიტების ეკუმანური მარში.”

სამი ფრაგმენტი, რომელიც პართენონას სკულპტურების ნაწილია, ვატიკანში 19-ე საუკუნეში ჩაიტანეს. ერთი ასახავს ათენას ცხენს, მეორე არის მოზარდის თავი, ხოლო მესამე წვერიანი მამაკაცის თავი.

“რომის პაპმა, ფრანცისკემ, ეკუმენური მარშის გაგრძელების ჭეშმარიტის სურვილის გამოსახატავად, გადაწყვიტა, რომ მის უნეტარესს, ათენისა და სრულიად საბერძნეთის მთავარეპისკოპოსს, იერონიმეს, აჩუქოს პართენონას სამი ფრაგმენტი, რომელიც საუკუნეების მანძილზე ინახებოდა ვატიკანში, დიდი ზრუნვის ქვეშ სხვა კოლექციებთან ერთად, რომელიც გამოფენილი იყო მილიონობით მნახველისთვის,” წერია ოფიციალურ განცხადებაში.

 

onalem

ტესტ