fbpx
კრიმინალი

ციხე თანამედროვე ოთახით, ტელევიზორითა და ოფისით – ევა კაილი მკვლელობაში ბრალდებულებთან ერთად

როგორც ბელგიური მედია იუწყება, ევა კაილი ჰარენის ციხეშია მოთავსებული და ჟურნალისტი, მიშელ გიელი აღწერს პირობებს, რომლებშიც კორუფციაში ბრალდებული პოლიტიკოსი იმყოფება.

როგორც ირკვევა, ეს არის ციხეების ახლადაშენებული ეკოლოგიური კომპლექსი, რომელიც აღჭურვილია მოედნებით და სხვა ღია სივრცით, რაც შეეხება საკნებს, ისინი არ არის კლასიკური სახის, არამედ განცალკევებული პატარა თანამედროვე ოთახები, რომელთაც აქვთ საწოლი, საოფისე მაგიდა, ტელევიზორი და ფანჯარა. კაილი სწორედ ასეთ საკანშია მოთავსებული.

ბელგიური მედიის თქმით, ბერძენი პოლიტიკოსი ციხის იმ განყოფილებაშია მოთავსებული, სადაც არიან მკვლელობასა და გაუპატიურებაში ბრალდებული პატიმრები, ასევე, ფულის გათეთრებასა და კორუფციაში ბრალდებულებიც. კაილი საკანში 22 დეკემბრამდე დარჩება, ვიდრე სასამართლო პროცესი შედგება და გადაწყდება, დარჩება თუ არა პატიმრობაში.

ამასთანავე უნდა აღინიშნოს, რომ კაილის მეუღლემ ჩვენებაში განაცხადა, რომ ქალი არაფერ შუაშია და ყველაფერი მხოლოდ თავად გააკეთა ფულისთვის, რომელიც რეალურად არ სჭირდებოდა.

იხილეთ სიუჟეტი 07:00 წუთიდან:

onalem

ტესტ