fbpx
კრიმინალი

ათენი: ეგვიპტელ მამაკაცს თავისი ბერძენი თანამშრომელი სარდაფში ჰყავდა ჩაკეტილი და ფულს სთხოვდა

ბერძნული მედია კიდევ ერთი წარმოუდგენელი ინციდენტის შესახებ იუწყება. გავრცელებული ინფორმაციით, ეგვიპტის მოქალაქემ თავისი ბერძენი თანამშრომელი გაიტაცა და სარდაფში ჰყავდა გამოკეტილი.

ირკვევა, რომ ეგვიპტელს მცირე ბიზნესი აქვს და რენტის ბაზარზე ვაჭრობს, სწორედ იქ ჰყავდა დასაქმებული ბერძენი მამაკაცი, რომელსაც როგორც თავად ამტკიცებს, 20.000 ევრო ჰქონდა მისი ვალი.

პოლიციის ცნობით, ეგვიპტელმა დამსაქმებელმა ბერძენი თანამშრომელი სამ თანამზრახველთან ერთად გაიტაცა და სარდაფში ჰყავდა გამოკეტილი, ამავე დროს ეუბნებოდა, რომ არ გაუშვებდა, სანამ თანხას არ მისცემდა. მისივე თქმით, პოლიციისთვის ამ ფინანსური გაუგებრობის შეტყობინება საჭიროდ არ ჩათვალა და სურდა, რომ პრობლემა თავად მოეგვარებინა.

ბერძენი მამაკაცი, რომელიც ეგვიპტელთან მუშაობდა, კრეტადან არის. მან ნათესავს დაურეკა და უთხრა, რომ 5.000 ევრო ესესხებინა, რის შედეგადაც, ნათესავი მიხვდა, რომ ის საქმე სერიოზულად იყო და პოლიციაში დარეკა.

პოლიციის ადგილზე მისვლისთვის ბერძენი უკვე გაშვებული ჰყავდათ, ხოლო ოთხივე ეგვიპტელი მალევე დააკავეს.

მათ ბრალს გატაცების მუხლით წაუყენებენ.

onalem

ტესტ