fbpx
კრიმინალი

მიკონოსი: როგორ მოხსნეს ხელიდან ქალს 90.000 ევროს ღირებულების საათი, ოქროთი და ბრილიანტებით

Protothema.gr-ის ინფორმაციით, კოსმოპოლიტურ კუნძულ მიკონოსზე ჩასულ ქალბატონს, ამალია კანელოპულუს, ძვირადღირებული საათი დღისით, ხალხის თანდასწრებით ხელიდან მოხსნეს.

მან აღნიშნულის შესახებ კუნძულის პოლიციის განყოფილებაში განაცხადა და ამ დროისთვის დამნაშავეები უკვე დაკავებულები არიან. ისინი მაშინ აიყვანეს, როდესაც პატრასის პორტიდან იტალიის, კერძოდ, ქალაქ ბარის მიმართულებით აპირებდნენ ყალბი დოკუმენტებით გამგზავრებას.

“16 აგვისტოს, დაახლოებით 17:10 საათზე, მიკონოსზე მდებარე Starbucks-ის კაფეში ვიჯექი, როდესაც უცნობი მამაკაცი მომიახლოვდა და მარცხენა მხრიდან ხელი გამკრა. როდესაც მივიხედე, რომ გამეგო, ვინ იყო, ხელიდან საათი გამგლიჯა და მე ძირს დავეცი.

ხელიდან საათი ისე მომხსნა, ფაქტობრივად, რეაგირება ვერ მოვასწარი, ვფიქრობ, რომ სამაჯური რაღაცით გაჭრა. ამ დროს დამიზიანდა როგორც ხელი, ასევე ფეხი, რადგან დავეცი. ეს არის საათი Rolex candy, რომლის ღირებულებაც 90.000 ევროა,” წერია ჩვენებაში.

პოლიციამ ორი მძარცველის დაკავება 21 აგვისტოს შეძლო. როგორც ირკვევა, კანელოპულუსთვის საათის წართმევის პროცესში ერთი მამაკაცი მონაწილეობდა, ხოლო მეორე მას, გარეთ, მოტოციკლით ელოდებოდა, რომლის საშუალებითაც საბოლოოდ ადგილიდან მიიმალნენ.

 

onalem

ტესტ