fbpx
კრიმინალი

ათენი: აბელოკიპის მეტროსთან მამაკაცი მოკლეს

ინციდენტის შესახებ ბერძნული მედია იუწყება. შემთხვევა აბელოკიპის მეტროსთან ორშაბათს, დილის 11:00 საათისთვის მოხდა.

როგორც ცნობილია, მეტროს ტერიტორიაზე ერთმანეთს ოთხი პირი დაუპირისპირდა. ოთხივე მათგანი ნარკოტიკების მომხმარებელია.

პოლიცია იუწყება, რომ ერთ-ერთ მათგანს დანით ფატალური დაზიანებები მიაყენეს, რის შედეგადაც დაიღუპა. დანარჩენი სამი ნარკომომხმარებელი კი განყოფილებაში გადაიყვანეს.

ამ დროისთვის დაპირისპირების მოტივი უცნობია.

onalem

ტესტ