fbpx
კრიმინალი

საბერძნეთი: მოხუცი ძირს დააგდეს და შემდეგ გაძარცვეს – ვინ აღმოჩნდა ერთ-ერთი დამნაშავე?!

გავრცელებული ინფორმაციით, ინციდენტი ლამიაში მოხდა. მოხუცი მამაკაცი ქუჩაში მიდიოდა, როდესაც მას უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე წამოეწია, ძირს უხეშად დააგდო და მას 130 ევრო წაართვა. მიუხედავად იმისა, რომ გაქცევა შეძლეს, თვითმხილველებმა პოლიციას მათი გარეგნობა აღუწერეს და ოფიცრებმა იდენტიფიცირება მალევე შეძლეს.

როგორც აღმოჩნდა, ერთ-ერთი მათგანი არის ტუნისელი 21 წლის მამაკაცი, რომელმაც გასულ პარასკევს ლამიას საავადმყოფოში საკუთარი პარტნიორი ქალი სასტიკად სცემა. გარდა ამისა, ბრალად ედება რამდენიმე სისხლიან ინციდენტში მონაწილეობა. პოლიცია მას ბოლო პერიოდის მანძილზე აქტიურად ეძებდა და საბოლოოდ, დააპატიმრეს.

აღსანიშნავია, რომ ის დომოკოს ციხიდან ცოტა ხნის წინ გაათავისუფლეს. პოლიცია იუწყება, რომ მისი თანამზრახველის დაკავება მხოლოდ დროის საკითხია.

onalem

ტესტ