fbpx
კრიმინალი

სკანდალური დანაშაული საბერძნეთში – დაკავებულია სამი ქართველი ქალი, ბავშვებით ვაჭრობის სქემაში მონაწილეობის ბრალდებით

საბერძნეთის პოლიციამ უმსხვილესი დანაშაულებრივი დაჯგუფება გაშიფრა, რომელსაც ბავშვებით ვაჭრობა მთავარ საქმიანობად ჰქონდა ქცეული. რაც ყველაზე შოკისმომგვრელია, ხდებოდა “შეკვეთით დაორსულებაც” კი. დაკავებულია საერთო ჯამში 12 პირი, თუმცა, მთლიან სქემაში დაახლოებით 60 ადამიანი მონაწილეობდა.

ბერძნული მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულებს შორის არის ბერძენი ადვოკატი და ექიმი. ასევე სამი ქართველი ქალი, რომელიც, როგორც სანდო წყაროები იუწყებიან, დაჯგუფებას ხელმძღვანელობდა.

როგორც ჩანს, დაჯგუფება წლების მანძილზე მოქმედებდა და თითო ბავშვს, “შეკვეთის” შემდეგ 25.000 ევროდ ყიდდა. საქმეში მონაწილეობდა ექიმი და ადვოკატი, რომლებიც ყველაფერს კანონიერ სახეს აძლევდნენ.

ისინი თანამშრომლობდნენ ხელოვნური განაყოფიერების ცენტრებთანაც კი, სადაც ასევე უცხოელ ქალებს აფეხმძიმებდნენ.

თითოეული დაკავებული თესალონიკის განყოფილებაშია გადაყვანილი და საქმე პარასკევს და შაბათს განიხილება.

უნდა აღინიშნოს, რომ თესალონიკის პოლიცია თვეების მანძილზე ცდილობდა აღნიშნული საქმის გახსნას.

წყარო: https://www.protothema.gr/greece/article/928374/thessaloniki-exarthrothike-fabrika-paranomon-uiothesion-12-sullipseis/

 

 

onalem

ტესტ