fbpx
კრიმინალი

ემიგრანტების უკანონოდ შემოყვანისთვის შუამავლებს 280 წლიანი პატიმრობა შეუფარდეს

საბერძნეთში ემიგრანტების უკანონოდ, დამალვის გზით გადმოყვანა უამრავი შუამავლის მთავარ “პროფესიად” იქცა. ისინი საკუთარი თავისუფლების და ხანდახან სიცოცხლის რისკის ფასად ასრულებენ საქმეს, რომელსაც თურქეთის გავლით საბერძნეთში შემოღწევა ჰქვია და ისინი თითოეული ემიგრანტისგან ამაში 2.000 ევროს იღებენ.

აღნიშნული საქმიანობით დაკავებული კრიმინალური დაჯგუფება, რომელიც 8 კაცისგან შედგებოდა, თესალონიკის პოლიციამ გასულ აგვისტოში გაშიფრა. მათ შორის არის სამი მოლდოველი, ერთი ბერძენი, ერთი რუმინელი და სამი პაკისტანელი.

თითოეული მათგანი პოლიციამ მას შემდეგ დააკავა, რაც საწყობში 46 არალეგალი იმიგრანტი აღმოუჩინეს, რომელთაგანაც თანხა ჰქონდათ აღებული.

თესალონიკის სასამართლომ მათ უმკაცრესი სასჯელი არგუნა: სამ პაკისტანელს 280 წლიანი პატიმრობა მიესაჯა, 72 წლის ბერძენს 188 წლიანი, ხოლო რუმინელს თავისუფლების 8 წლით აღკვეთა მიესაჯა.

როგორც უკვე ცნობილია, იუსტიციის მინისტრის გადაწყვეტილებით, ახალი კანონის ფარგლებში შუამავლებს უმკაცრესი სასჯელი შეეფარდებათ და ეს წლების რაოდენობა განისაზღვრება შემოყვანილი იმიგრანტების რაოდენობით.

 

onalem

ტესტ