fbpx
კრიმინალი

არტას მთებში ეძებენ მამაკაცს, რომელმაც სიმამრი 4 ტვიით მოკლა და შემდეგ ყოფილ მეუღლეს ესროლა

ბერძნული მედიის ინფორმაციით, არტაში 29 წლის მამაკაცს ეძებენ, რომელმაც საკუთარი ყოფილი სიმამრი მოკლა, შემდეგ კი, მცირეწლოვანი შვილის თვალწინ, ყოფილ მეუღლეს ესროლა და გაიქცა. არსებული ცნობებით, ის მთებში იმალება, რომლებსაც საკმაოდ კარგად იცნობს, რადგან მესაქონლეობას ეწევა და ხშირად დადის აღნიშნულ ტერიტორიებზე.

მედია იუწყება, რომ 29 წლის მამაკაცი თავის 36 წლის მეუღლეს რამდენიმე ხნის წინ დაშორდა, ვინაიდან პათოლოგიურად ეჭვიანობდა. ქალს საკუთარ ოჯახში ნათქვამი ჰქონდა ამის შესახებ და მხარს უჭერდნენ, რომ განქორწინებულიყო. სწორედ ამის გამო მამაკაცმა ჯერ მის მამას ესროლა 4 ტყვია და ადგილზე მოკლა, შემდეგ კი თავად ქალს ესროლა. იმ დროს მათი მცირეწლოვანი საერთო შვილიც იქ იმყოფებოდა.

დამნაშავე თავისი მანქანით გაიქცა, რომელიც შემდეგ მიატოვა, რადგან პოლიციამ ის არტა-ეტოლოაკარნანიას საზღვარზე იპოვა. მას თითქმის ყველა ნათესავთან პრობლემები აქვს და დახმარების თხოვნით ვერავის მიმართა. მის საპოვნელად გამოძიება აქტიურად მიმდინარეობს.

onalem

ტესტ