fbpx
საბერძნეთი

ბერძნული რეალითი შოუს წევრი სააპელაციო სასამართლოში 1,2 მილიონი ევროთი დატვირთული მანქანით შეიჭრა

ბერძნული მედიის ინფორმაციით, სააპელაციო სასამართლოს შენობის ტერიტორიაზე 34 წლის ვასილის გორგოლიცა შეიჭრა, რომელიც წლების წინ მუსიკალურ რეალით შოუში მონაწილეობდა და ჟიურის წევრები თავისი საშემსრულებლო ოსტატობით მოხიბლა.

სწორედ ის არის მამაკაცი, რომელიც სასამართლოს სადგომის ტერიტორიაზე მანქანით შეიჭრა, სადაც 1,2 მილიონი ევრო ჰქონდა შენახული და მოგვიანებით სახლში კიდევ 300.000 ევრო აღმოუჩინეს. როგორც ირკვევა, ის ინციდენტის დროს ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ იყო. მანქანაში, თანხის გარდა, იპოვეს სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებები.

გორგოლიცა აცხადებდა, რომ ბევრი რამ ჰქონდა ჩადენილი და იმიტომ მივიდა ადგილზე, რომ პოლიციას ჩაბარებოდა: “ღმერთმა გამომაგზავნა. ბევრი რამ მაქვს გაკეთებული და იმისთვის მოვედი, რომ ჩაგბარდეთ,” ამბობდა ის.

onalem

ტესტ