fbpx
საბერძნეთი

საგანგებო პროგნოზი: ძლიერი ქარი და წვიმა საბერძნეთში – მოსალოდნელია დატბორვის საფრთხეც

ეროვნული მეტეოროლოგიური სამსახური ავრცელებს ინფორმაციას, რომელიც ამინდის გაუარესებას ეხება. განსაკუთრებით თბილი ოქტომბრის შემდეგ, საბერძნეთში ამინდი იცვლება და როგორც ვხედავთ, უკვე ნალექიც გვაქვს. სინოპტიკოსები აცხადებენ, რომ ქვეყნის რამდენიმე რეგიონში უხვი ნალექის შედეგად შესაძლოა პრობლემები წარმოიქმნას და არსებობს დატბორვის საფრთხეც.

ვრცელდება კადრები პატრადან, სადაც გზები და ქუჩები მდინარეებად იქცა. ვითარება საკმაოდ კონტრასტულია წინა დღეებთან შედარებით, როდესაც ჯერ კიდევ საზაფხულო ამინდი გვქონდა.

მეტეოროლოგთა განმარტების მიხედვით, ეს ტიპიური “საშემოდგომო სისტემაა”, რომელიც ყოველწლიურად ხშირად გვხვდება და ამჯერად ძირითადად დასავლეთ საბერძნეთში იქნება აქტიური, შემდეგ გადაინაცვლებს თრაკისა და აღმოსავლეთ ეგეოსის ტერიტორიაზე, დაფიქსირდება ტემპერატურის გარკვეული კლება, თუმცა, არა რადიკალური.

 

onalem

ტესტ