fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთში აგარაკებს მოსალოდნელზე დაბალ ფასებში ყიდულობენ – სახლების ფასები შემცირდა

უცხოელები საბერძნეთში უძრავ ქონებას იმაზე ნაკლებ ფასში ყიდულობენ, ვიდრე მოლოდინი ჰქონდათ. ყველაზე დიდი მოთხოვნა ფიქსირდება კუნძულებზე, მიუხედავად იმისა, რომ ევროპაში ინფლაცია კვლავ აქტიურია.

ნიდერლანდებში მდებარე ბერძნული კომპანია Elxis-ის მმართველი დირექტორი, გიორგოს გავრიილიდისი აცხადებს, რომ წელს უცხოელების მხრიდან ინტერესი საკმაოდ გაზრდილია, თუმცა, საშუალო ფასი ეცემა. ძირითადად, ითხოვენ სახლებს, რომელთა ღირებულებაც 300.000-დან 350.000 ევრომდეა და დაინტერესებულთა უმეტესობა იშვიათად იყენებს საბანკო სესხებს მათ შესაძენად:

“ამ ეტაპზე მეორადი საცხოვრებლის შესაძენად საჭირო თანხა შემცირებულია. წინა წლებში ტრანზაქციები ხორციელდებოდა ძირითადად საბანკო სესხების საშუალებით. ახლა კლიენტების უმეტესობა იყენებს საკუთარ კაპიტალს, სესხის გარეშე.

ყველაზე პოპულარული მიმართულებები არის კრეტა, კერძოდ, რეთიმნო და ხანია, ასევე, მოთხოვნა ფიქსირდება იონიის ზღვის კუნძულებზე: კორფუსა და ლეფკადაზე.”

მიუხედავად ამისა, ძირითადი საცხოვრებლის შესაძენის სურვილის შემთხვევაში ბინის მოძებნა, რომელიც ფასის შესაბამისი იქნება, საბერძნეთში არც თუ ისე მარტივი საკითხია. პრობლემებმა უკვე იჩინეს თავი მთავრობის მიერ გამოცხადებული პროგრამის ფარგლებშიც, როდესაც სესხების გაცემაზე განცხადებები ბევრ ადამიანს უკმაყოფილდება, მაგრამ ბინას, რომლის შეძენაც ამ ფასად ღირს, ვერ პოულობენ.

onalem

ტესტ