fbpx
საბერძნეთი

“ჩემი ქორწილი ვიწრო წრეში შედგება, ოჯახი და 500-მდე ახლო მეგობარი” – პანოს მუზურაკი

როგორც უკვე ცნობილია, მომღერალი, პანოს მუზურაკი და მისი მეორე ნახევარი, მარილუ კოზარი, სულ მალე დაქორწინდებიან. ცერემონიის დღე ახლოვდება და მომღერალს სურდა ამის შესახებ იუთუბის საშუალებით ესაუბრა.

“ქორწილი ახლოვდება და არ მინდა, რომ პროვოკაციები გამოვიწვიო, არამედ თავაზიანად ვითხოვო, რომ თავი შეიკავოთ. ეს ძალიან პირადული მომენტია, ვიწრო წრეში შედგება, ოჯახი და 500-მდე ახლო მეგობარი. მინდა ვითხოვო, რომ საჯაროობისგან შორს დარჩეს ეს ცერემონია, მედიის მიღმა. 

ისიც მესმის, რომ ეს თქვენი პროფესია და საქმეა და არაფერი არ არის სასირცხვილო, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ჟურნალისტი არღვევს საზღვრებს. თუ გინდა, რომ პატივი გცენ, შენც უნდა სცე პატივი, მოდით, სადაც გნებავთ, მაგრამ არა ჩემს ქორწილში. და მაინც, თუ გამოგზავნით პაპარაცებს და ფოტოგრაფებს, რომ ქორწილიდან ერთი კადრი მაინც აიღონ, აუცილებლად გავუმასპინძლდებით,” ამბობს მუზურაკი.

როგორც ტელეკომპანია Star-ის საშუალებით გახდა ცნობილი, წყვილს გვერდს 6 მეჯვარე დაუმშვენებს, 2 მათგანი პატარძლის მხრიდან, ხოლო 4 პანოს მუზურაკის მხრიდან იქნება.

ის რაც ქორწილს უფრო მეტად გლამურულს გახდის, სტუმრებია – ბერძნული შოუბიზნესის ცნობილი სახეები: საკის რუვას, კატია ზიგული, ელეონორა ზუგანელი, კოსტას მარავეიასი და ტონია სოტიროპულუ. თუმცა, ეს სიის მხოლოდ მცირე ნაწილია.

მუზურაკისა და მარილუ კოზარის ქორწილი 27 მაისს კუნძულ ეგინაზე შედგება.

onalem

ტესტ