fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთი: მამაკაცს სახლში მარიხუანას კულტივაციის სრულად აღჭურვილი ლაბორატორია და 299 ნერგი აღმოუჩინეს

გავრცელებული ინფორმაციით, კორინთოს პოლიციის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად 40 წლის მამაკაცს სახლში მარიხუანას პლანტაციები და ფაქტობრივად, მთელი ლაბორატორია აღმოუჩინეს.

არსებული ცნობებით, მის სახლში, რომელიც კერატეას ტერიტორიაზე მდებარეობს, იპოვეს მარიხუანას 299 ნერგი, რომლის სიმაღლეც 1,65 მეტრს აღწევს, ასევე 112 გრამი ნედლი მარიხუანა. ამას გარდა, აღმოაჩინეს, რომ მას ჰქონდა აღნიშნული მცენარის კულტივაციისთვის განკუთვნილი სრული ლაბორატორია.

40 წლის მამაკაცის მფლობელობაში ასევე აღმოჩნდა ცეცხლსასროლი იარაღი, რომელიც ბალისტიკურ ექსპერტიზაზეა გადაგზავნილი და თანხა, 500 ევროს ოდენობით.

მას ბრალად ედება ნარკოტიკული საშუალებების კულტივირება, შენახვა და ვაჭრობა, ასევე იარაღის უკანონო ფლობა.

 

onalem

ტესტ