fbpx
საბერძნეთი

თაღლითობა საბერძნეთში სახელმწიფოსგან ფინანსური დახმარების შეთავაზების სახელით – რას უნდა მოერიდოთ?

ბერძნული მედია ავრცელებს ინფორმაციას, თაღლითობის ახალი გზის შესახებ, რომელსაც მიმართავენ ბოლო პერიოდში თაღლითური დაჯგუფებები, რათა მოქალაქეების საბანკო მონაცემებზე მიიღონ წვდომა. კერძოდ, საუბარია ΔΥΠΑ-ს (დასაქმების საჯარო ორგანო) სახელით გაგზავნილ შეტყობინებებზე, რომლის საშუალებითაც ითხოვენ ონლაინ- ბანკინგის მონაცემებს.

ამას გარდა, არსებობს შესაძლებლობა, რომ მოხდეს დაკავშირება ტელეფონის საშუალებით და თაღლითებმა გამოიყენონ სახელმწიფოს მხრიდან ფინანსური დახმარების პროგრამის სახელი და მოითხოვონ მონაცემები, რომლებიც რეალურად არ არის საჭირო არანაირი დახმარების გაცემისას. ფაქტობრივად, ისინი თავს ასაღებენ ΔΥΠΑ-ს თანამშრომლებად და ითხოვენ საბანკო დეტალებს, რათა ვითომ თანხა ჩარიცხონ.

ΔΥΠΑ-ს წარმომადგენლობა აცხადებს, რომ არასოდეს ისინი არ მოითხოვენ წვდომას საბანკო მონაცემებზე, მითუმეტეს ონლაინ-ბანკინგის პაროლებზე და მოსახლეობას მოუწოდებენ, რომ არ უპასუხონ არანაირ სატელეფონო ზარს ან SMS-ს, რომელიც მსგავსი შინაარსის არის.

onalem

ტესტ