fbpx
საბერძნეთი

ბერძენი ნეიროქირურგი, რომელმაც საზღვარგარეთ საერთაშორისო აღიარება მოიპოვა, საბერძნეში დაბრუნდა, რათა თავის ქვეყანას ემსახუროს

კონსტანტინოს გუსიასი ის შემთხვევაა, როცა მიუხედავად უზარმაზარი წარმატებისა, რასაც საზღვარგარეთ მიაღწია, მაინც სამშობლოში ბრუნდება, რათა საკუთარ ქვეყანასა და მოქალაქეებს მოახმაროს თავისი განუსაზღვრელი ნიჭი და გამოცდილება. 36 წლის გუსიასი თავდაპირველად გერმანიაში წავიდა, სასწავლებლად, სადაც შეძლო ის, რაც თავად გერმანელებისთვისაც კი, ოცნებად რჩება: ის გახდა ბონის უნივერსიტეტის ნეიროქირურგიის ასოცირებული პროფესორი. ერთი წლის შემდეგ გადავიხად ბოხუმის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში კლინიკის დირექტორის მოადგილედ.

ორი წლის შემდეგ მას შესთავაზეს ტვინის სიმსივნის ნეიროქირურგიის ხელმძღვანელის თანამდებობა მარბურგის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში. და ცოტა მოგვიანებით მან დაიკავა კლინიკის დირექტორის თანამდებობა აკადემიურ საავადმყოფოში Linen (Lünen), რომელიც ეკუთვნის მიუნსტერის უნივერსიტეტს.

რამდენიმე კვირის წინ იგი აირჩიეს ევროპის ნეიროქირურგიული საზოგადოების ქირურგიული ონკოლოგიის კომიტეტის 15 წევრს შორის სიმსივნის მკურნალობის სფეროში შეტანილი წვლილის გამო.

მიუხედავად ყველა ზემოთ ჩამოთვლილი წარმატებისა და საერთაშორისო აღიარებისა, კონსტანტინოს გუსიასი საბერძნეთში დაბრუნდა და მიმდინარე თვიდან ათენის სამედიცინო ცენტრის ნეიროქირურგიის დირექტორის პოზიციას იკავებს.

გუსიასი დიდ მადლიერებას გამოთქვამს საკუთარი ბერძენი პროფესორების მისამართით, რომლებიც ჯერ კიდევ საბერძნეთში ჰყავდა, რადგან როგორც აღნიშნავს, სწორედ მათი დამსახურებაა, რომ საზღვარგარეთ წასვლის საშუალება მიეცა, მათ ყველანაირად შეუწყვეს ხელი წარმატების მიღწევაში, ახლა კი, უნიკალური შესაძლებლობებით სამშობლოში დაბრუნდა, რათა ეს ნიჭი და გამოცდილება საბერძნეთს მოახმაროს.

onalem

ტესტ