fbpx
კატეგორიის გარეშე

ინტერიუ ქალბატონ ელენი ვაინასთან. ოფისი “პლასის” ხემძღვანელი

ელენე ვაინა დაიბადა თესალონიკში. მან დაამთავრა ეკონომიკის ფაკულტეტი თესალონიკის არისტოტელეს უნივერსიტეტში და სამართლის ფაკულტეტი თრაკის უნივერსიტეტში. ქ-ნ ვაინა არის დასაქმების სააგენტოს, Plus + მფლობელი, რომელიც სპეციალიზირებულია შიდა პერსონალის მოძიებაში, რაც ნიშნავს ოჯახებში მომუშავე პერსონალის მოძიებას, ეს კი, განსაკუთრებულად მოთხოვნადი პროფესიაა. ელენი ვაინას მახასიათებლებია მოქნილობა, შრომისმოყვარეობა და სიჯიუტე. მისი დევიზია – ძალისხმევა ბოლოს ყოველთვის ფასდება.

ბავშვობის სიღარიბეს დიდ საჩუქარად თვლის, ვინაიდან სწორედ ამის გამო ისწავლა ბრძოლა და გადარჩენა. წარსული მისი შთაგონების წყაროა, რომლის ყოველ ეპიზოდს აანალიზებს, ქმნის, ასწავლის მორალს, ეძებს მომავლის ჯანსაღ მოდელებს. ის მარუსში ცხოვრობს და ორი შვილის, ორესტისა და დანაეს დედაა. გამოცემული აქვს ხუთი წიგნი: ეპტალოფოს პრინცესა, კონკია უფლისწულის გარეშე, ბედნიერების ქურდები, ხვალ ძალიან გვიანია და სავალალო ურთიერთობა.

როდის და როგორ დაიბადა ოფისი პლასის იდეა?

ოფისი Plus პირველი დღიდან დღემდე არის არა მხოლოდ ჩემი სამუშაო ადგილი, არამედ ჩემი ოჯახი, ჩემი სახლი. Plus-ის ოფისი დაიწყო, როგორც ჩემი წიგნები, უბრალოდ მქონდა შთაგონება და ვგრძნობდი საჭიროებას, როგორც შემეძლო დავხმარებოდი ხალხს, რომელსაც სამსახური სჭირდებოდა. მეც ვარ სისუფთავისა და სახლის მოვლის მოყვარული ქალი და ოჯახის ყოლასთან ერთად, ჩემში გაჩნდა ინსპირაცია “დასაქმების ოფისი PLUS”. ძირითადად, მივმართავთ ყველა იმ ადამიანს, ვისაც აქვს შრომის განწყობა და სურვილი. ჩვენი ოფისი ფუნქციონირებდა და განაგრძობს ფუნქციონირებას ადამიანის უფლებების დაცვის გათვალისწინებით. ოფისი გაიხსნა 2010 წელს და ოცნებების, ამბიციებისა და სოლიდარობის ერთობლიობა იყო.

გამომდინარე იქიდან, რომ ვიცოდი საბერძნეთში არსებული კონკურენციის შესახებ და მქონდა უნარი, რომ შემეფასებინა გარკვეული დეტალები, მითუმეტეს, რომ მარუსში ცხოვრობს ხალხი, რომელსაც აქვს ფინანსური შესაძლებლობები, რამდენიმე სტრატეგიული ნაბიჯი გადავდგი. პირველ რიგში, ჩვენ ყველამ ვიცით, თუ რა სირთულეები აქვს ამ პროფესიას და აქედან გამომდინარე, ჩვენ, როგორც ოფისი, ვაფასებთ, რამდენად ღირს ესა თუ ის სამსახური იმ რაოდენობის ხელფასად, რასაც გვთავაზობენ, რადგან კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ მთავარი არ არის თანხა, არამედ გონებრივი და ფიზიკური დაღლილობა, რომელსაც ოჯახებში დასაქმებულები განიცდიან. ასე რომ, მივედით იქამდე, რომ ვუსმინეთ როგორც დასაქმებულებს, ასევე იმ ადამიანებს, რომლებიც მოგვმართავენ, ვიპოვოთ პერსონალი, რათა შეგვეფასებინა ხელფასის პროპორციული გაგვეხადა ის მომსახურება, რომელსაც გასწევენ. რა თქმა უნდა, გამოვიარეთ კრიზისისა და სასოწარკვეთის პერიოდი, ხელფასებთან დაკავშირებით, მაგრამ ამ ინდუსტრიაში გამოცდილებამ მიყვიყვანა იქ, სადაც ვართ ახლა. ყოველთვის ვცდილობთ, რომ ლოგიკურ ჩარჩოებში ვიბრძოლოთ უკეთესობისკენ. აღვნიშნავ, რომ ჩვენი ოფისი ძირითადად ორიენტირებულია იმ ოჯახებზე, რომელთაც კარგი ხელფასის გადახდა შეუძლიათ

პირველ რიგში ჩვენი ოფისის კარი ღიაა ყველა იმ ადამიანისთვის, რომელსაც სურს სამსახურის პოვნა. მინდა ხაზი გავუსვა, რომ ჩვენი ოფისის კარიც კი წითელია და არა სხვა ფერი, რადგან ეს ფერი ენერგიით გვავსებს, ემოციებს გვიღვიძებს. მინდა, რომ ხალხი, რომელიც ჩვენს ოფისში მოდის, იყოს კმაყოფილი და იცოდეს, რომ მხოლოდ კარგი განწყობა და განზრახვები გვაქვს. ვურჩევდი ადამიანებს, რომლებიც ჩვენთან მოდიან, დადგნენ კარგ ხასიათზე და შეიქმნან სამუშაო განწყობა, რათა მიხვდნენ, როგორ ვმუშაობთ ჩვენ. საჭიროა, რომ როცა ჩვენს ოფისში, მესინის 28 ნომერში მოვლენ, თან ჰქონდეთ თავიანთი დოკუმენტები და წინა სამსახურებიდან საკონტაქტო ინფორმაცია, რათა შევძლოთ დავეხმაროთ მაქსიმალურად.

ბევრჯერ ქართველ ქალბატონები წერენ რომ რანდევუზე მისვლის დროს, ადგილზე ხვდებათ 3-4 ქალბატონი ერთდროულად, რომლებიც შემდგომ ხვდებიან ყველანი ერთად დამსაქმებელს. ეს ცოტა არ იყოს და დისკონფორტს ქმნის. რას იტყოდით ამის თაობაზე?

როდესაც ოფისში 1-3 პოტენციური დასაქმებული მოდის ვიზიტზე, ხშირად ეს უკმაყოფილებას იწვევს, მაგრამ სამწუხაროდ ჩვენზე არ არის დამოკიდებული, თუ ვის აირჩევს დამსაქმებელი. ცხადია, ამას ჩვენ არ ვირჩევთ. არც ერთ სხვა სამსახურში, იქნება ეს ოფისი თუ ოჯახი, მხოლოდ ერთ ადამიანს არ იწვევენ გასაუბრებაზე. სწორედ ამიტომ ჩვენ ვაძლევთ რამდენიმე ვარიანტს როგორც მათ, ვინც სამსახურს ეძებს, რათა აირჩიონ მათთვის შესაფერისი სამსახური და ასევე, ვაძლევთ არჩევანს იმ ოჯახებს, რომლებიც ეძებენ დამხმარეს, რათა მათაც აირჩიონ ის, ვინც უფრო შესაფერისად მიაჩნიათ. ადამიანები ვართ და აბსოლუტურად გასაგებია, რომ არ შეიძლება ყველასა და ყველაფერს ვერგებოდეთ. უნდა შევეგუოთ ამ კონკურენციას და უნდა გავიგოთ, რომ ყველას უნდა ჰქონდეს არჩევანის უფლება, ჩვენთვის ეს არის სამართლიანი. ჩვენ ვიზიტებს ვნიშნავთ ადამიანებთან, რომლებშიც ვხედავთ, რომ უნდათ გვენდონ, აქვთ მუშაობის სურვილი და შესაბამისად, არსებობს კარგი თანამშრომლობის საფუძველი. უნდა ვთქვა, რომ რეკომენდაციები ძალიან ბევრს ნიშნავს და ამით ვმუშაობთ, რადგან შემდეგ დამსაქმებელზე დიდ გავლენას ახდენს წინა დამსაქმებელთან კომუნიკაცია.

როგორც აღვნიშნეთ, დამსაქმებელსა და პოტენციურ დასაქმებულებს შორის შეხვედრა ჩვენთან ოფისში ხდება და ცხადია, გასაუბრების დროს შეგიძლიათ იკითხოთ აბსოლუტურად ყველაფერი, რაც გაინტერესებთ. გასაუბრების შემდეგ, როდესაც თანამშრომელი შეირჩევა და თავადაც დათანხმდება სამსახურს, იხდის 50 ევროს. მას შემდეგ რაც სამსახურს დაიწყებს და 1 თვე გავა, პირველი ხელფასის აღებისას იხდის 150 ევროს, ანუ ჯამში 200 ევროს, თუ ხელფასი 1,200 ევროზე მაღალია, მაშინ იხდის 250-300 ევროს. ეს თანხა არის ერთგვარი გარანტიაც, რადგან თუ გარკვეული დროის შემდეგ ამ ოჯახში მუშაობა აღარ მოესურვება ან თავად გაათავისუფლებენ, ჩვენ 6 თვის ფარგლებში უფასოდ უნდა ვუპოვოთ სხვა სამსახური. ვცდილობთ, რომ შევთავაზოთ ყველაზე დაბალი ფასები ბაზარზე, რადგან ჩვენც პირველ რიგში ადამიანები ვართ და ვდგავართ რთულ ეპოქაში მყოფი ადამიანების გვერდით.

რა ხელფასები აქვს ოფის PLUS-ს?

მოხუცის მოვლის შემთხვევებში ხელფასები იწყება 900-1200 ევროდან, ხოლო 1,200 ევროდან როცა ორ მოხუცზეა საუბარი. 24 საათიან სამსახურში ხელფასი იწყება 1,100 ევროდან. როცა ვსაუბრობთ კვირაში 5 დღიან, 8 საათიან სამსახურზე (სთში 8 ევრო), ამ შემთხვევაში ხელფასები იწყება 900 ევროდან. ხელფასების შესაფასებლად ყოველთვის უნდა გავითვალისწინოთ სამსახურში არსებული პირობები.

დასაქმების ოფისი “პლასის” კოორდინატებია:

ტელ: 2106095710 / მისამართი: მესინის 28, მარუსი

onalem

ტესტ