fbpx
საბერძნეთი

თესალონიკი: ავტობუსის გაჩერებაზე მოქალაქემ დივანი დადგა, სკამის არ არსებობის გამო, მერიამ კი, წაიღო

თესალონიკს რომანტიზმის ქალაქს უწოდებენ და ალბათ, ყოველ მხრივ ამართლებს ამ ეპითეტს… ავტობუსის გაჩერებაც კი, იმისგან განსხვავებულია, რასაც ჩვეულებრივ შემთხვევებში ვხედავთ ხოლმე და ბევრად კომფორტულად შეგიძლიათ, რომ ავტობუსს დაელოდოთ.

ვრცელდება კადრი, რომელზეც ჩანს, რომ გაჩერებაზე რკინის სკამის ნაცვლად, დივანი დგას, თანაც ზუსტად იმ ადგილას, სადაც წესით ადამიანები სხდებიან ხოლმე, ვიდრე ავტობუსი მოვა.

როგორც ირკვევა, ერთ-ერთმა მოქალაქემ სპეციალურად დადგა დივანი, რადგან ხედავდა, რომ სკამი დიდი ხნის მანძილზე არ იყო, ხალხი კი, უმეტესად ფეხზე მდგომი ელოდებოდა ავტობუსს, რომელშიც დიდი ალბათობით, ისევ ფეხზე უნდა მდგარიყო.

არსებული ცნობებით, დივანი საბოლოოდ მერიის სამსახურმა წაიღო და ახლა არც დივანია და არც სკამი.

onalem

ტესტ