fbpx
საბერძნეთი

პირადი ნომერი საბერძნეთში იანვრის ბოლოდან – ის გააერთიანებს ΑΜΚΑ-სა და ΑΦΜ-ის ნომრებს

საბერძნეთში უკვე დიდი ხანია მიმდინარეობს საუბარი მოქალაქის პირად ნომერზე, რომელიც თითოეულ ადამიანს მიენიჭება და გაცილებით მარტივს გახდის ინდეტიფიკაციის პროცესს. როგორც ირკვევა, პირადი ნომრის გაცემა დაიწყება 2024 წლის იანვრის ბოლოდან.

როგორც ბერძნული მედია იუწყება, აღნიშნული ნომერი იქნება ΑΦΜ-ის ნომერს დამატებული კიდევ სამი ციფრი, რომელსაც მოქალაქე თავად აირჩევს, აღნიშნული პროცედურის განხორციელება შესაძლებელი იქნება პლატფორმაზე, რომელიც უახლოეს მომავალში გაიხსნება Gov.gr-ზე.

პირადი ნომერი, შეიძლება ითქვას, გააერთიანებს ΑΦΜ-სა და ΑΜΚΑ-ს ნომრებს, რაც ნიშნავს, რომ არათუ გაუქმდება ეს ნომრები, არამედ მოქალაქის იდენტიფიცირება შესაძლებელი იქნება პირდაპირ პირადი ნომრით. აღნიშნული საგრძნობლად გაამარტივებს მოქალაქის “ურთიერთობას” სახელმწიფოსთან.

პირადი ნომრის მინიჭების კანონი ჯერ კიდევ 2020 წლიდან განიხილებოდა და საბოლოოდ დამტკიცდა, რათა საბერძნეთში ეტაპობრივად შემცირდეს ბიუროკრატია და გადაიდგას ახალი ნაბიჯები ციფრული იდენტიფიცირების სამყაროსკენ.

onalem

ტესტ