fbpx
საბერძნეთი

სინოპტიკოსები სუსხიან და თოვლიან თებერვალს პროგნოზირებენ – 3 თებერვლიდან ცივი ჰაერის მასები საბერძნეთში

ეროვნული მეტეოროლოგიური სამსახურის სინოპტიკოსები წინასწარ გვაფრთხილებენ, რომ ზამთრის ორი თვის გასვლის შემდეგ, რომლის ტემპერატურაც ნამდვილად არ შეესაბამებოდა სეზონისთვის დამახასიათებელს, თებერვალი ის თვე იქნება, როდესაც ზამთარი თავის სახეს დაგვანახებს.

საკის არნაუტოღლუს ინფორმაციით, თებერვალი საკმაოდ სუსხიანი იქნება, ხოლო თოვლი მოსალოდნელია საბლობებზეც კი. მისი პროგნოზის მიხედვით, ცივი ჰაერის მასების შემოჭრა და შესაბამისად, ტემპერატურის ვარდნა მოსალოდნელია 3 თებერვლიდან, რაც თოვასაც გამოიწვევს.

ამას გარდა, მოსალოდნელია ქარის გაძლიერება, რომლის ძალაც 7-8 ბალს მიაღწევს.

რაც შეეხება მიმდინარე კვირის უქმე დღეებს, როგორც ჩანს, იანვრის მიწურულს ნალექი გვექნება, მაგრამ ტემპერატურა ჯერჯერობით საგრძნობლად არ დაეცემა და შაბათ-კვირას დღის მეორე ნახევრიდან მზიანი ამინდი გველის.

 

onalem

ტესტ