fbpx
საბერძნეთი

საჩივარი ათენის ავტობუსის მძღოლის წინააღმდეგ, რომლის მიხედვითაც 15 წლის გოგოს ავტობუსის მართვის უფლება მისცა

ბერძნული მედიის ინფორმაციით, არსებობს სერიოზული საჩივარი ათენის ერთ-ერთი ავტობუსის მძღოლის წინააღმდეგ, რომლის მიხედვითაც, მან 15 წლის გოგოს ავტობუსის მართვის უფლება მისცა.

საუბარია ავტობუსზე, რომელიც სარონიდას მიმართულებით მოძრაობს. გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, რომ ავტობუსში სამი მგზავრია (ერთ-ერთი სწორედ ვიდეოს იღებს) მძღოლი კი, 15 წლის გოგოს მითითებებს აძლევს, თუ როგორ მართოს ტრანსპორტი.

თავად მძღოლი ამტკიცებს, რომ ვიდეოში ვინც ჩანს, თავად არ არის და ეს ყველაფერი მონტაჟია.

აღნიშნულთან დაკავშირებით ჩატარდება სპეციალური გამოძიება, რათა სიმართლე დადგინდეს და შესაბამისი ზომები მიიღონ.

onalem

ტესტ