fbpx
საბერძნეთი

რიო-ანტირიოს ხიდიდან მამაკაცი გადავარდა – სავარაუდოდ, ეს თვითმკვლელობა იყო

ბერძნული მედიის ინფორმაციით, რიო-ანტირიოს ცნობილი ხიდიდან მამაკაცი გადავარდა.

როგორც კი აღნიშნულის შესახებ სანაპირო დაცვაში ინფორმაცია შევიდა, მაშინვე დაიწყო მისი ძებნის ოპერაცია და რამდენიმე ხანში წყლიდან უგონო მდგომარეობაში ამოიყვანეს.

ამ დროისთვის მოწმდება კამერები, რომელთა შესაძლოა შემთხვევის მომენტი გადაეღოთ, თუმცა, გამოძიება ვარაუდობს, რომ ეს თვითმკვლელობა იყო.

პარალელურად, პოლიციაში შევიდა ინფორმაცია, რომ შესაძლოა ის იყოს 60 წლის მამაკაცი, რომელიც ნავპაქტოდან არის და როდესაც სახლიდან გავიდა, თვითმკვლელობით დაიმუქრა.

onalem

ტესტ