fbpx
საბერძნეთი

“გავაორმაგეთ პოლიციელთა რაოდენობა აეროპორტებში, პასპორტთა კონტროლი ძლიერდება” – ტაკის თეოდორიკაკოს

დღეს გაიმართა ფართომასშტაბიანი კონფერენცია, რომელსაც საბერძნეთის სამოქალაქო დაცვის მინისტრი, ტაკის თეოდორიკაკო უძღვებოდა. ცხადია, კონფერენციას ესწრებოდნენ სხვა მაღალჩინოსნები და ძირითადად, საუბარი იყო პოლიციის მუშაობის მეთოდებსა და გარკვეულ ცვლილებებზე.

თეოდორიკაკომ კმაყოფილება გამოთქვა საბერძნეთის პოლიციის მზადყოფნის თვალსაზრისით და განაცხადა, რომ მუშაობა კიდევ უფრო ძლიერდება ქვეყნის აეროპორტებსა და სხვა სახმელეთო საზღვრებზე.

“დროულად და ოპერატიულად გავაორმაგეთ პოლიციელთა რაოდენობა, ქვეყნის შესასვლელ-გასასვლელ პუნქტებში. დამატებით მუშაობს 1090 ოფიცერი, აქამდე კი, მხოლოდ 1050 მუშაობდა. პასპორტებისა და სამგზავრო დოკუმენტების კონტროლი მაქსიმალური სიმკაცრით ხორციელდება. საბერძნეთი არა მხოლოდ მიმზიდველი, არამედ ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ტურისტული ქვეყანა უნდა იყოს. 

სწორედ იმის გამო, რომ პოლიცია ეფექტურად და ოპერატიულად მუშაობს, საბერძნეთში მეტი ტურისტული კაპიტალი შეიქმნა. აქ პირველ რიგში, რა თქმა უნდა, იმის გამო მოდიხარ, რომ ბევრი რამაა სანახავი, მაგრამ ამავე დროს, იმის გამოც, რომ აბსოლუტურად უსაფრთხოდ ხარ და მინიმალურია იმის შანსი, რომ რაიმე პრობლემა შეგექმნას,” აცხადებს თეოდორიკაკო.

ამრიგად, ტურისტული სეზონის პიკში შესვლის გამო, თეოდორიკაკო პოლიციის მიერ მუშაობის გაძლიერების ბრძანებას იძლევა, რათა მაქსიმალურად უზრუნველ იქნას როგორც ადგილობრივების, ასევე ტურისტების უსაფრთხოება.

onalem

ტესტ