fbpx
პოლიტიკარელიგიასაბერძნეთი

სასულიერო პირები ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის დადებულ შეთანხმებას ეწინააღმდეგებიან

ბერძნული მართლამდიდებლური ეკლესიის სასულიერო პირები წინააღმდეგები არიან ისტორიული შეთანხმების, რომელიც პრემიერ-მინისტრ ალექსის ციპრას და ათენის და სრულიად საბერძნეთის მთავარეპისკოპოს, იერონიმოს შორის დაიდო. ხელშეკრულება 10,000 მღვდლის და დამხმარე პერსონალის დათხოვნას ითვალისწინებს.

შეთანხმება, რომელიც სამშაბათს დაიდო, ითვალისწინებს სპეციალური ფონდის ჩამოყალიბებას ეკლესიის აქტივებისთვის და იმ სასულიერო პირების ხელფასების ცვლილებას, რომლებიც აღარ იქნებიან საჯარო მოხელეები და აღარ ექნებათ ხელფასი ეკლესიიდან, თუმცა, ისინი ყოველწლიურ სუბსიდიას მიიღებენ სახელმწიფოსგან.

ოთხშაბათს მთავარეპისკოპოსი იძულებული გახდა ეთქვა, რომ ინფორმაცია, რომელიც სამშაბათს გავრცელდა არა უშუალოდ შეთანხმება არამედ “შეთანხმების მიზანი” იყო.

ამ განცხადებამდე ცოტა ხნით ადრე, სასულიერო პირების კავშირის წარმომადგენელმა, მამა გეორგიოს ვამვაკიდისმა რადიოსთან Thema 104,6 საკუთარი პროსტესტი გამოხატა.

ვამვაკიდისმა განაცხადა, რომ შეთანხმებას საბერძნეთის ეპისკოპოსთა უმრავლესობა შეეწინააღმდეგება და აღნიშნა, რომ მთავარეპისკოპოს იერონიმოსს არ აქვს ასეთი ხელშეკრულების ხელმოწერის უფლება. მან ასევე, მესიჯი გაუგზავნა საბერძნეთის დეპუტატებს და თქვა, რომ ვინც ამ შეთანხმებას ხელს მოაწერს, ის ქვეყანაში მოღვაწე მღვდლების მხარდაჭერას დაკარგავს.

სამშაბათს ღამით, სასულიერო პირთა კავშირის მიერ გაკეთებული განცხადების თანახმად, “საბერძნეთის ისტორიაში ეს ყველაზე მასშტაბური და უპრეცედენტო რეაქცია იქნება.”

მთავრობის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, დიმიტრის ძანაკოპულოსმა აღნიშნა, რომ “შეთანხმების მიზანი ჩარჩოს შექმნაა ისტორიული პრობლემების მოსაგვარებლად”.

“პირველად, საბერძნეთის სახელმწიფოს ჩამოყალიბების შემდეგ, მივაღწიეთ რეზოლუციის დადების შანსს არა ცალმხრივი ქმედებებით, არამედ ეკლესიას და სახელმწიფოს შორის დადებული შეთანხმების საფუძველზე. ჩვენი მიზანი მხოლოდ და მხოლოდ ეკლესიის აქტივების საკითხის მოგვარებაა”, – დაამატა ძანაკოპულოსმა.

onalem

ტესტ