fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთი: სასტუმროში მომუშავე ემიგრანტ ქალს 7 წლის ბავშვის მოტაცება ედება ბრალად

ბერძნული მედია შემთხვევის შესახებ იუწყება, რომელიც კრეტაზე, კერძოდ, რეთიმნოს ერთ-ერთ სასტუმროში მოხდა. საუბარია 7 წლის ბავშვზე, რომელიც არსებული ცნობებით, სასტუმროში მომუშავე ქალმა, წარმოშობით ბელორუსიდან, მოიტაცა.

ეს ყველაფერი უცნაურად ჟღერს, ვინაიდან ქალს ბავშვი სასტუმროს ტერიტორიიდან საერთოდ არ გაუყვანია. მშობლების თავდაპირველი საჩივრის მიხედვით, ემიგრატმა ქალბატონმა მათი 7 წლის ბიჭი გამაგრილებელი სასმლით ოთახში “შეიტყუა”, სადაც მისი სურვილის საწინააღმდეგოდ 1 საათზე მეტი ხნის მანძილზე ჰყავდა გამოკეტილი. ბავშვმა მისგან თავის დაღწევა მაშინ შეძლო, როცა ქალი თავის სამუშაო პოსტზე უნდა დაბრუნებულიყო და ოთახიდან გავიდა.

მშობლები იმასაც ამბობენ, რომ ბავშვს ამ ხნის მანძილზე ეძებდნენ, მაგრამ საბოლოოდ, ბიჭმა თავად მიაგნო მათ და მომხდარის შესახებ უამბო. 47 წლის ქალი დააკავეს, მაგრამ გარკვეული პირობებით გაათავისუფლეს.

თავად ემიგრანტი აცხადებს, რომ საქმე გაუგებრობასთან გვაქვს და ბავშვი ოთახში შეიყვანა, რადგან მარტო იპოვა და სანამ მშობლები მიაკითხავდნენ, მასზე ზრუნავდა.

ოჯახის ადვოკატი აცხადებს, რომ მათ ბელორუსელი ქალის წინააღმდეგ სისხლის სამართლის აღძვრა არ სურთ.

onalem

ტესტ