fbpx
საბერძნეთიჯანმრთელობა

წარმოუდგენლად დაბალი მაჩვენებელი – დღეს საბერძნეთში ინფიცირების მხოლოდ 33 ახალი შემთხვევა ფიქსირდება

სახელმწიფო და ხალხი ერთიანი ძალებით ებრძვის მომაკვდინებელ ვირუსს და საბერძნეთი წარმატების გზიდან არ გადადის. ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დღეს ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების მხოლოდ 33 ახალი შემთხვევა ფიქსირდება.

მთელ საბერძნეთში ვირუსით 2.114 ადამიანია დაავადებული. როგორც ირკვევა, აქედან 542 ადამიანი საზღვარგარეთ მოგზაურობის დროს დაავადდა, ხოლო 819-ის ინფიცირების გზა სხვა დაავადებულებთან კონტაქტია.

ამ დროისთვის მართვით სუნთქვაზე 76 პაციენტია გადაყვანილი. მათი საშუალო ასაკი 68 წელია. 15 ქალია, ხოლო დანარჩენი მამაკაცი. მათგან 80.3%-ს აქვს სხვა დაავადებებიც, რაც, ჩვეულებრივ, მდგომარეობის გაუარესების მიზეზი ხდება.

რეანიმაციული განყოფილებიდან საერთო ჯამში 15 ადამიანი გამოიყვანეს და ისინი დამოუკიდებლად უმკლავდებიან ვირუსს.

საბერძნეთში კორონავირუსის მსხვერპლთა რიცხვი 98-ს უდრის, მათგან 26 ქალია, ხოლო დანარჩენი მამაკაცი.

ქვეყანაში ამ დრომდე ჩატარებულია 42.261 ტესტი.

 

onalem

ტესტ