fbpx
ჯანმრთელობა

თესალონიკში “პაპანიკოლაუს” საავადმყოფოს სამ ექთანს კორონავირუსი გადაედო

ბერძნული მედიის ინფორმაციით, თესალონიკში, “პაპანიკოლაუს” სახელობის საავადმყოფოში, სამი თანამშრომლის ტესტმა კორონავირუსზე დადებითი პასუხი აჩვენა. ამ დროისთვის მიმდინარეობს გამოძიება იმასთან დაკავშირებით, თუ ვისთან ჰქონდათ კონტაქტი ინფიცირებულებს, რათა ისინიც კარანტინში მოთავსდნენ.

“პაპანიკოლაუს” საავადმყოფო რამდენიმე ხნის წნის წინ შევიდა იმ საავადმყოფოთა სიაში, სადაც ვირუსით ინფიცირებულებს ათავსებენ. როგორც ირკვევა, სამივე ექთანი თავს კარგად გრძნობს და ერთადერთი სიმპტომი, მაღალი ტემპერატურა აქვთ გამოხატული.

საავადმყოფოს ხელმძღვანელობა იუწყება, რომ თანამშრომლები გუშინდელ დღემდე ჩვეულ რეჟიმში მუშაობდნენ და ყველასთვის მძიმე მოსასმენი იყო, რომ ისინი ავად გახდნენ. ახლა ირკვევა, ვისთან იყვნენ ისინი კონტაქტში, რომ რამდენიმე კოლეგა კარანტინში მოთავსდეს.

“არ არსებობს საკმარისი დამცავი მასალა და როგორც წესი, ტესტები, სიმცირის გამო, თანამშრომლებზე არ კეთდება,” ამბობს ΠΟΕΔΗΝ-ის პრეზიდენტი.

onalem

ტესტ