fbpx
საზოგადოება

რას ყიდულობენ ბერძნები ყველაზე ხშირად კორონავირუსის ეპოქაში?!

მას შემდეგ, რაც მაღაზიები დაიხურა და გარეთ გადაადგილებაც აიკრძალა, საბერძნეთის მოსახლეობამ ონლაინ-შოპინგს მიმართა. ელექტრონულად ვაჭრობა იქამდეც პოპულარული იყო, თუმცა, ცხადია, კორონავირუსის ეპოქაში ეს ერთადერთი საშუალებაა და როგორც ცნობილი ონლაინ პლატფორმა Skroutz იუწყება, 2020 წლის თებერვალთან შედარებით მარტის თვეში (9 მარტიდან 29 მარტამდე) გაყიდვები 41%-ით მეტია.

Skroutz-ზე განთავსებულია 4.400 მაღაზია და 10 მილიონზე მეტი პროდუქტი.

როგორც ირკვევა, გამოიკვეთა რამდენიმე კატეგორია, სადაც ყველაზე მეტი გაყიდვა ფიქსირდება. ესენია:

საკვები დანამატები (+ 54,30%)
კომპიუტერები (+ 90.70%)
ფარმაცევტული საშუალებები (+ 86.40%)
სახის მოვლა (+ 41.50%)
ხელსაწყოები (+ 120.50%)
ჩვილების სათამაშოები (+ 224.00%)
საბავშვო სათამაშოები (+ 242.10%)
თმის მოვლა (+ 84.20%)
პირადი ჰიგიენა (+ 38.50%)
სხეულის მოვლა (+ 86.10%)
საყოფაცხოვრებო ტექნიკა (+ 52.20%)
ტანვარჯიშის ინსტრუმენტები (+ 625.60%)
სამუშაო ტანსაცმელი (+ 231.50%)
მაკიაჟი (+ 34.80%)
მცირე საყოფაცხოვრებო ტექნიკა (+ 75.20%)
სახის კრემები (+ 28.30%)
ბეჭდვადი მასალები (+ 143.30%)
სამუშაო ნიღბები (+ 327.30%)
სამედიცინო მასალები (+ 304.70%)

onalem

ტესტ